გვაროვნული საზოგადოება

გვაროვნული საზოგადოება

გვაროვნული თემისა და გვარის ურთიერთქმედებით აღმოცენებული საზოგადოება. ამ პერიოდში თავის უმაღლეს სტრუქტურულ დასრულებულობას აღწევს პირველყოფილი თემური ურთიერთობანი. საწარმოო ურთიერთობათა საფუძველს წარმოადგენდა საერთო საკუთრება წარმოების საშუალებებზე, რომლის ფარგლებშიც არსებობდა პირადი საკუთრება იარაღზე, საოჯახო ნივთებზე, ტანსაცმელსა და ა.შ. ის პირველყოფილი ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა კაცობრიობის ტექნიკური განვითარების საწყის საფეხურებზე, საკუთრების კოლექტიური ფორმების, რელიგიურ-მაგიური წარმოდგენების პირობებში, თანდათან გამოიდევნა ახალი სოციალური ურთიერთობებით (ან მოხდა მათთან ნაწილობრივი ადაპტირება) შრომის იარაღების, მეურნეობის ფორმების სრულყოფის, ოჯახურ-საქორწინო და სხვ. ურთიერთობების ევოლუციის შედეგად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……