გრანტის გამცემი

გრანტის გამცემი

E. grantor

გრანტის გამცემი (დონორი), შეიძლება იყოს: ა) საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხოეთის ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე, უცხოეთის არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი); ბ) საქართველოს არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი, პროგრამა), რომლის ძირითადი საწესდებო მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით (საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ”, მუხლი 3).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……