გრაფიკული აქცენტები

გრაფიკული აქცენტები – (ინტ.) graphical accents – ინტერნეტით ურთიერთობისას ხმარებული, ემოციების გამომხატველი პირობითი ნიშნების – (ემოგრამების) განზოგადოებული სახელწოდება. ტექსტური ემოგრამები აიკრიფება გრაფიკული რედაქტორების გამოუყენებლად, კლავიატურის დახმარებით; მიღებული გამოსახულება წარმოსახვაში 90 გრადუსით შემობრუნების შემდეგ, ადამიანის სახეს წააგავს. მაგალითად:  : – ) ბედნიერი „როჟა“ ანუ „სმაილიკი“,  – (: – { ძალიან უბედური „როჟა ლომკებში“ და ა.შ. თანამედროვე საფოსტო – სასაუბრო პროგრამებს მდიდარი გრაფიკული ემოგრამების არსენალი გააჩნიათ და დღეს ტექსტური ემოგრამები მხოლოდ ისტორიულ ინტერესს თუ წარმოადგენს.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……