გრიფი

გრიფი

E. (signature) stamp

Fr. griffe

1. ბეჭედი, ხელმოწერის ან სხვა ხელნაწერის ტექსტის ნიმუშის სახის შტემპელი, აგრეთვე, ასეთი ბეჭდის, შტემპელის ტვიფრი, ანაბეჭდი დოკუმენტზე;

2. დოკუმენტით ან გამოცემით სარგებლობის განსაკუთრებული წესის განმსაზღვრელი მინაწერი, რომელიც როგორც წესი სრულდება თავფურცელზე.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ადგენს სახელმძღვანელოების შესაბამისობას ხარისხის კრიტერიუმებთან და წარმატების შემთხვევაში ანიჭებს მათ რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფს.

რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

● გრიფის მისაღებად წარმოდგენილი წიგნი ან წიგნების კრებული განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისთვის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულებისათვის, რომლისთვისაც არსებობს საგნობრივი სტანდარტები;

● გრიფის მისაღებად წარმოდგენილია მასწავლებლის წიგნი ან მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი ერთად;

● წიგნი დადებით შეფასებას იღებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში ან წარმატებით გადის პილოტირების პროცესს;

● რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება თითოეული საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულების სახელმძღვანელოსათვის ხდება კლასების მიხედვით.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……