გუდვილი

გუდვილი

E. goodvill – კეთილი ნება

1. კომპანიის პრესტიჟი, საქმიანი რეპუტაცია, კონტაქტები, კლიენტები და კადრები, როგორც კომპანიის აქტივი, შეფასებული და შეტანილი სპეციალურ ანგარიშზე. მას დამოუკიდებელი საბაზრო ღირებულება არ გააჩნია;

2. საბუღალტრო ტერმინი, რომელიც ასახავს სიტუაციას, რომლის დროსაც ფირმა ყიდულობს სხვა კომპანიას მის წმინდა საბალანსო ღირებულებაზე მეტი ოდენობის ფასით. აღნიშნულ შემთხვევაში ნებაყოფლობით გადახდილ დამატებით თანხას ეწოდება გუდვილი. როცა შესყიდვის ფასი ნაკლებია აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე გუდვილის ოდენობა უარყოფითი მნიშვნელობისაა. გუდვილი მიეკუთვნება არამატერიალურ აქტივებს, რომელიც აისახება საბალანსო ანგარიშგებაში. უარყოფითი გუდვილის ოდენობა საბუღალტრო ანგარიშგების შედგენისას შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოიწეროს მოგებიდან.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……