დაბეგვრა

დაბეგვრა

E. Taxation

მიუხედავად ერთიანი ბაზრის და ეკონომიკური და ფულადი კავშირის არსებობისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ არ აქვთ ერთიანი საგადასახადო პოლიტიკა. ცალკეული დებულებები ჩამოყალიბებულია ევროკავშირის ხელშეკრულების 90-93-ე მუხლებში. დაბეგვრასთან დაკავშირებით მინისტრების საბჭოში გადაწყვეტილებები ერთხმად მიიღება. ასეთი პროცედურის შენარჩუნება დაბეგვრის სფეროში ხელს უშლის პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებზე საერთო წესების მიღებას 1993 წელს ერთიანი ბაზრის შემოღებით გაუქმდა სასაზღვრო კონტროლი დამატებითი ღირებულების გადასახადზე. დღეს საქონელი იბეგრება იმ ქვეყანაში, რომელშიც მოხდა მისი შეძენა. როდესაც საბჭო საბოლოოდ ჩამოაყალიბებს დღგ-ს ერთიან სისტემას, საქონელი დაიბეგრება ქვეყანაში, სადაც ის შეიქმნა. ამას გარდა, მაქსიმალურად დაახლოვდა დღგ-სა და სააქციზო განაკვეთები კავშირის წევრ სახელმწიფოებში ერთიანი ვალუტის შემოღებამ აუცილებელი გახადა დღგ-ს ერთიანი განაკვეთებისა და ევროპის კავშირში კორპორაციული დაბეგვრის საერთო წესების დადგენა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……