დადგენილება

დადგენილება E. resolution

კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება კანონით (გამონაკლისია მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც ეხება საკადრო და პერსონალურ საკითხებს).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დადგენილება – სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება.

წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

3. დადგენილება – საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება (გარდა განაჩენისა) ნებისმიერ საკითხზე. აგრეთვე პროკურორის და გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა საქმის წინასწარი გამოძიებისას.

წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

4. დადგენილება – გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეს ერთპიროვნულად გამოაქვს საქმის განხილვისას; გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც წარმოიშობა წინასწარი გამოძიების პროცესში.

Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს “საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი”. (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

5. დადგენილება – Decree, Resolution  – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. ცესკოს დადგენილება – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი , რომელიც მიიღება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაჭრა. დადგენილებით ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ ახალ ნორმას და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.

საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

.

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)