დაზვერვა

დაზვერვა

სახელმწიფოს მოღვაწეობის ერთ–ერთი სფერო, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის სხვა მოქმედი პირების შესაძლებლობებისა და განზრახვების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ითვალისწინებს. დ. შეიძლება იყოს ღია (მასმედიისა და დიპლომატიური წყაროების გამოყენებით) ან ფარული, სტრატეგიული ან არასტრატეგიული. დ–ის მთავარი მიზანია მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და შეფასება სახელმწიფო ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების გასაადვილებლად. დ–ს უკავშირდება კონტრდაზვერვა (სხვათა მიერ ინფორმაციის შეგროვებისთვის ხელის შეშლა), გაცურება (დეზინფორმაციის გავრცელება) და ფარული ქმედებები (ძირგამომთხრელი საქმიანობა). დ–ის შემადგენელი ნაწილებია ტექნიკური დ. და ადამიანური დ. (ჯაშუშობა). დ–ის ტექნიკური საშუალებების განვითარებას ჯაშუშობის როლი არ დაუკნინებია, რადგან ბოლო ათწლეულებში პრობლემა ხდება არა იმდენად ინფორმაციის მოპოვება, რამდენადაც მისი სწორი ანალიზი. ადამიანური ფაქტორის როლი ინფორმაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯერაც შეუცვლელია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……