დაკავება

დაკავება

E. Detention

პირადი თავისუფლების აღკვეთა, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც თავისუფლების აღკვეთა ჩადენილი სამართალდარღვევის გამო მისჯილი სასჯელის შედეგია. სისხლის სამართლის კოდექსი დ-ს განმარტავს, როგორც იძულების ხანმოკლე ფორმას, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ გამოიყენება დაკავებულის დამნაშავეობის გასარკვევად და მისი დაპატიმრების, ან გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად

See also: დაპატიმრება

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. arrest

სისხლის სამართლის პროცესში თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება ეჭვმიტანილის მიმართ იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად. დაკავების ვადა ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დაკავებული დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 141, 146).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……