დაკავშირებული პირი

დაკავშირებული პირი – ;   ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება; ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე; გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე; დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი; ე) იურიდიული პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებებზე.   Source: საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, 2007 წლის 28 მარტი, მუხლი 3;   ;   ა) ფიზიკურ პირთან ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხება; ბ) საწარმო, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე; გ) იმ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, რომელშიც პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ისეთ წილს, რომელიც მას პრაქტიკულ საშუალებას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს ამ საწარმოს გადაწყვეტილებებზე; დ) იურიდიული პირის შემთხვევაში: დ.ა) პირის მმართველი ორგანოს წევრი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი; დ.ბ) პირის პარტნიორი ან დამფუძნებელი, რომელსაც პრაქტიკული საშუ63 ალება აქვს ზემოქმედება მოახდინოს ამ იურიდიული პირის გადაწყვეტილებებზე.   Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2;   ;   პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, 1998 წლის 20 თებერვალი, მუხლი 44;   ;   ;   ;   . მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……