დაკვირვების ჩანაწერები

დაკვირვების ჩანაწერები

მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს (მათი კომენტარები, აზრები, ქცევები) არა მხოლოდ კლასში, არამედ დასვენებაზე, სათამაშო მოედანზე და ა.შ. იგი აკეთებს ჩანაწერებს, გარკვეულ აღნიშვნებს მათ შესახებ. ამგვარი ჩანაწერები განმავითარებელი (მიმდინარე) შეფასების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და კარგად აჩვენებს მოსწავლეების დროში განვითარებას. მასწავლებელმა დაკვირვების საფუძველზე უნდა მიუთითოს მოსწავლეს, თუ რა უნდა შეცვალოს ან რა უნდა გააუმჯობესოს მან სწავლის პროცესში. ამგვარად, ერთი მხრივ, ჩანაწერები მასწავლებელს ეხმარება აღმოაჩინოს ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მოსწავლეს სწავლაში, ხოლო, მეორე მხრივ, მოსწავლეს ხელს უწყობს სწავლის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაში. დაკვირვების ჩანაწერებს აუცილებელი არ არის, ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……