დამატებული ღირებულების გადასახადი

დამატებული ღირებულების გადასახადი

E. value added tax

როგორც არაპირდაპირი გადასახადი არის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, სამუშაოს, მომსახურების წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში შექმნილი ღირებულების ნაწილის, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ყველა დასაბეგრი საქონლის ღირებულების ნაწილის ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი. დღგ ექვემდებარება გადახდას საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევის ყველა სტადიაზე. დასაბეგრ ბრუნვაზე გადასახდელი დღგის თანხა განისაზღვრება როგორც სხვაობა ამ ბრუნვაზე დარიცხულ გადასახადის თანხასა და საგადასახადო კოდექსის მიხედვით წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და საბაჟო დეკლარაციებით ჩასათვლელ თანხას შორის (საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 90).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……