დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის რეგისტრაცია

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის რეგისტრაცია

E. registration of value added tax payer

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია ევალება: ა) პირს, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს. იგი ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის; ბ) პირს, რომლის მიერ მიწოდებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად შეძენილი ან/და იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს, იგი ვალდებულია მიწოდების განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის; გ). აქციზური საქონლის მწარმოებელ პირს, რომელიც ვალდებულია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის აქციზური საქონლის მიწოდებამდე;

2. დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება და მომსახურების გაწევა მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განხორციელებულია საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით;

3. პირი, რომელიც არ არის ვალდებული გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, მაგრამ საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვამდე უკანასკნელი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 75 000 ლარს, შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგის გადამხდელად რეგისტრაციისათვის. პირი, რომლის მიერ მიწოდებისათვის განკუთვნილი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად შეძენილი ან/და იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება 75 000 ლარს, შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის. 2007 წლის 1-ელ იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) არ აღემატება 100 ათას ლარს, საქმიანობის ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის (მ.შ. დღგ-ის) ნაცვლად დაიბეგრონ მხოლოდ მიწის გადასახადით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 92, 93, 273.46).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……