დამოკიდებულება

დამოკიდებულება

ადამიანის თვალსაზრისი, შეხედულება რისამე ან ვისამე შესახებ. დამოკიდებულება ადამიანის ემოციური სფეროს ნაწილია და იგი გამოხატავს იმას, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას, რა მოგვწონს ან რა არ მოგვწონს, რა არის მნიშვნელოვანი ან რა არ არის მნიშვნელოვანი. ადამიანი თავის დამოკიდებულებას ადამიანების, საგნების, მოვლენებისა თუ პროცესების მიმართ აყალიბებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

დამოკიდებულებები ეფუძნება ადამიანის ღირებულებებს. ადამიანის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს სხვების შეფასებები, არსებული სიტუაცია და გარემოებები. ამ თვალსაზრისით სკოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სკოლა მოსწავლეს არა მარტო ცოდნის და უნარჩვევების განვითარებაში უნდა დაეხმაროს, არამედ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაშიც, რომლებიც მოსწავლეს აქცევს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……