დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო

დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო

E. independent regulatory authority

1. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანო, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებს მიეკუთვნება: ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო („დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 2, 3; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონი).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……