დანაშაული კაცობრიობის წინაშე

დანაშაული კაცობრიობის წინაშე

E. Crimes against humanity

დ.კ.წ. განისაზღვრა 1945 წლის 8 აგვისტოს ლონდონის ხელშეკრულებით მთავარ სამხედრო დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის და სასჯელის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა. ასეთ დანაშაულს განეკუთვნება: მკვლელობა, ხოცვა-ჟლეტა, დამონება, დეპორტაცია და ომამდე და ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვა არაადამიანური ქმედებანი; დანაშაულის ჩადენის მიზნით მოქალაქეთა დევნა პოლიტიკური, რასობრივი ან რელიგიური ნიშნის მიხედვით. გაეროს დეკლარაცია ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ (1961) ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს, როგორც დ-სკ.წ. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით ამ დანაშაულს არა აქვს ხანდაზმულობის ვადა, ჩვეულებრივი დანაშაულისაგან განსხვავებით.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……