დანაშაული

დანაშაული

E. crime

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა (მოქმედება ან უმექმედობა), რომელიც ხელყოფს საქართველოს საზოგადოებრივ წესწყობილებას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, საკუთრებას, პიროვნებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ, შრომითს, ქონებრივ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე, მართლწესრიგის ხელმყოფი სხვა საზოგადოებრივად საშიში ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული რაიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ წარმოადგენს საზოგადოებრივ საშიშროებას (საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსი”, მუხლი 8).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დანაშაული – სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება (მაგ. მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვა).    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……