დაპატიმრება

დაპატიმრება

E. Imrisonment

პირადი თავისუფლების აღკვეთის ფორმა, რომელიც, როგორც წესი, კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის შედეგია ჩადენილი დანაშაულისათვის.

See also: დაკავება, პატიმარი

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. arrest, detention

სისხლის სამართლის პროცესში აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის, ორსული და ჩვილბავშვიანი ქალის მიმართ. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს. უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობით პატიმრობის ვადა კანონით დადგენილი წესით შეიძლება გააგრძელოს მოსამართლემ, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 159-162).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……