დასავლეთ ევროპული კავშირის ასოცირებული პარტნიორები

დასავლეთ ევროპული კავშირის ასოცირებული პარტნიორები

E. WEU associate partners

ასოცირებული პარტნიორის სტატუსი 1994 წელს შეიქმნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნისათვის, რომლებმაც ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმება გააფორმეს. მას შემდეგ, რაც 1999 წელს უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა დასავლეთ ევროპული კავშირის ასოცირებული წევრები გახდნენ, ასოცირებულ პარტნიორთა რაოდენობა შვიდამდე შემცირდა, ესენია: ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ბალტიის სამი სახელმწიფო. ეს სტატუსი საშუალებას აძლევს ასოცირებულ პარტნიორებს, დაესწრონ დასავლეთ ევროპული კავშირის საბჭოს შეხვედრებს, სადაც მათ რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია საბჭოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შესახებ; ისინი შეიძლება მიწვეულ იქნენ ამ ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად განსაკუთრებულ შემთხვევებში. მათ ასევე აქვთ ურთიერთკავშირის შეთანხმება დაგეგმარების დანაყოფთან. დაბოლოს, მათ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ პეტერსბერგის დეკლარაციით განსაზღვრულ ამოცანებთან დაკავშირებული ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიცაა: ჰუმანიტარულ და სამაშველო ოპერაციები, სამშვიდობო ოპერაციები, კრიზისულ სიტუაციებში საბრძოლო ოპერაციები, მშვიდობის დამყარების ჩათვლით.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……