დასავლეთ ევროპული კავშირის ასოცირებული წევრები

დასავლეთ ევროპული კავშირის ასოცირებული წევრები

E. WEU associate members

1991 წლის 10 დეკემბრის მაასტრიხტის დეკლარაციით დასავლეთ ევროპული კავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ასოცირებულ წევრებად მიიწვიეს ნატო-ს წევრი ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არ იყვნენ ევროკავშირის წევრები. ასეთია 6 ქვეყანა: ისლანდია, ნორვეგია, თურქეთი და 1999 წლის მარტიდან უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი. ასოცირებული წევრის სტატუსი, რომელიც განსაზღვრულია პეტერსბერგის 1992 წლის 19 ივნისის დეკლარაციით, ამ ქვეყნებს უფლებას აძლევს სრული მონაწილეობა მიიღონ დასავლეთ ევროპის კავშირის საბჭოსა და მისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში. მუდმივი ურთიერთკავშირის პროცედურა ამ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ასოცირებული იყვნენ დაგეგმარების დანაყოფთანაც. მათ აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, მაგრამ არ შეუძლიათ ვეტო დაადონ გადაწყვეტილებას, რომელზეც წევრმა სახელმწიფოებმა კონსენსუსს მიაღწიეს. მათ შეუძლიათ გაიზიარონ ეს გადაწყვეტილებები და შეურთდნენ დასავლეთ ევროპული კავშირის მეთაურობით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებს.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგა

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……