დაუსწრებლად გასამართლება

დაუსწრებლად გასამართლება

E. Trial in absentia

1) სისხლის სამართლის პროცესში სასამართლოს მიერ საქმის განხილვა განსასჯელის დაუსწრებლად. საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ჭეშმარიტების დადგენის და ბრალდებულისათვის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განსასჯელის პირად გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე სავალდებულოდ თვლის. დგ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს ხელს არ შეუშლის საქმის გარშემო ჭეშმარიტების დადგენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დგ-ს, თუ ბრალდებული საქართველოს ფარგლებს გარეთ არის და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ან იმ დანაშაულებისათვის, რომელთა გამო არ შეიძლება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და განსასჯელი თვითონ შუამდგომლობს საქმის დაუსწრებლად განხილვას (ასეთი შუამდგომლობა წერილობით ფორმდება, სათანადო მოტივების მითითებით). მიუხედავად ამისა, სასამართლოს უფლება აქვს, ამ შემთხვევაშიც მოითხოვოს განსასჯელის სავალდებულო გამოცხადება. გამამართლებელი მიზეზების გარეშე სასამართლოზე გამოუცხადებლობისათვის სასამართლოს შეუძლია, განსასჯელის იძულებით მოყვანა ან აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა განახორციელოს. განსასჯელის გარეშე სასამართლოს ჩატარება შესაძლებელია მაშინაც, თუ იგი გაძევებულია სხდომის დარბაზიდან მოსამართლის გაფრთხილების შემდეგ წესრიგის დაუცველობისათვის, ან მოსამართლის განკარგულების შეუსრულებლობისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში განაჩენი განსასჯელის თანდასწრებით ცხადდება 2) სამოქალაქო პროცესში საქმის დაუსწრებლა განხილვა მოსარჩელესა და მოპასუხის გარეშე, ან ორივეს ერთად გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაშვებია, თუ მოსარჩელემ ან მოპასუხემ, ან ორივემ ერთად განაცხადეს თანხმობა საქმის მათ გარეშე განხილვაზე. საქმის დაუსწრებლი განხილვა კანონით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში კანონის მნიშვნელოვან დარღვევად ითვლება და აუცილებლად იწვევს განაჩენის ან გადაწყვეტილების გაუქმებას.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……