დაშინება

დაშინება

E. Intimidation

წერილობითი, ან ზეპირი მუქარა, ანდა სხვა ქმედება ადამიანის, მისი ნათესავების, ან მეგობრებისათვის ზიანის მიყენების მიზნით. ასეთი ქმედება ადამიანის უფლებათა პოტენციური დარღვევაა, და, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ყოველთვის არ განხორციელდეს, მას შეუძლია დაარღვიოს ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობა და აიძულოს იგი შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი მისთვის არასასურველი მიმართულებით (მაგალითად, დატოვოს ქვეყანა, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, შეწყვიტოს რაიმე სახის მოღვაწეობა და ა.შ.). ამან შეიძლება ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანზე, რადგან მისთვის ცნობილია, რომ ამგვარი დ. წინ უძღვის სიკვდილს, გაუჩინარებას, წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას, მოტაცებას, ან ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს. დ-ის ორი სახე არსებობს: 1. ინდივიდუალური – მიმართულია კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ; 2. კოლექტიური – მიმართულია ადამიანთა შერჩეული ჯგუფის წინააღმდეგ (ადამიანის უფლებათა დამცველები, სოციალური მიმართულების ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა კავშირებისა და სტუდენტობის ლიდერები, პოლიტიკური პარტიების წევრები, ადვოკატები და ა.შ.).

See also: პირადი ხელშეუხებლობის უფლება

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის ერთ–ერთი ფუნქცია, რომელიც არასასურველი ქცევის შემთხვევაში მოწინააღმდეგისათვის სამაგიეროს გადახდისა და მისი დასჯის მუქარას გულისხმობს. დ. ძალისმიერი ურთიერთობების ცალკეული მაგალითია, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ სანქციებს მოიცავს. დ, როგორც სტრატეგია, რეალიზმის კვლევის ერთ–ერთი მთავარი საგანია. მის კვლევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ბირთვული იარაღის გამოგონებამ შეიტანა, რადგან ბირთვული დ., მისი ორმხრივი გამანადგურებული ხასიათის გამო, არცთუ მთლად სანდო საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი გამოდგა. დ–ის სტრატეგიის გამოყენებისას მთავარი ხდება მუქარის სანდოობა, ანუ პროცესი, რომლითაც მუქარას მნიშვნელობა ენიჭება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……