დებულება უფლებათა შეწყვეტაზე

დებულება უფლებათა შეწყვეტაზე

E. Suspension Clause

ამსტერდამის ხელშეკრულების საფუძველზე ევროკავშირის ხელშეკრულებას დაემატა მე-7 მუხლი წევრი სახელმწიფოს უფლებათა შეწყვეტის შესახებ. ამ მუხლის მიხედვით, წევრ სახელმწიფოს შესაძლოა შეუწყდეს ზოგიერთი უფლება (მაგ. ხმის მიცემის უფლება მინისტრების საბჭოში) თუ საბჭო, მისი წევრების მესამედის ან კომისიის წინადადების საფუძველზე, ერთხმად გადაწყვეტს, რომ ეს სახელმწიფო არღვევს ევროკავშირის ძირითად პრინციპებს (თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა). თუმცა, ამავე დროს, ამ სახელმწიფოს ვალდებულებები ძალაში რჩება.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……