დეკლარაცია თანამდებობის პირის საფინანსო

დეკლარაცია თანამდებობის პირის საფინანსო

E. publis official’s declaration on finance

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ასახავს მისი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილებას და შეიცავს ინფორმაციას თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების ცვლილებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ. თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება, დაასაბუთოს საფინანსო დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები შემოსავლების ან/და მფლობელობაში მიღებული ქონების შესახებ. საფინანსო დეკლარაციაში შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე ერთი კალენდარული წლის მონაცემები („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 16).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……