დეკლარაცია საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის

დეკლარაცია საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის

E. public servant’s declaration on income and property state

საჯარო მოსამსახურის ეკონომიკური ინტერესების განცხადების ფორმა, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც საჯარო მოსამსახურის მიერ ივსება სახელმწიფო ენაზე და შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას: ა) მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, კერძოდ: საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ; საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ; საბანკო დაწესებულებაში არსებული შენატანის შესახებ, რომლის განკარგვის უფლება აქვს მას და მისი ოჯახის წევრს; საჯარო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ; ბ) შემოსავლების თაობაზე. კერძოდ: რომლებიც მიღებულია ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებით, როგორც საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობით, ისე მის გარეშე, აგრეთვე სხვადასხვა სახის ფულადი და ნივთმოგებების, ნებისმიერი სხვა სახის შემოსავლების შესახებ როგორც ფულადი, ისე ნატურალური ფორმით (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულება).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……