დეკლარაციის (თანამდებობის პირის) სპეციალური (საიდუმლო) გრაფა

დეკლარაციის (თანამდებობის პირის) სპეციალური (საიდუმლო) გრაფა

E. special (confidential) section of public official’s declaration

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის დოკუმენტი, სადაც აისახება ის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, ინფორმაცია აისახება მხოლოდ დეკლარაციის სპეციალურ (საიდუმლო) გრაფაში, შესაბამისი წყაროდან მიღებული ქონების სახეობის (შინაარსის), ქონებასთან თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების კავშირის, ქონების საბაზრო ღირებულების ან/და ოდენობის მითითებით. ასეთ შემთხვევაში, დეკლარაციის შემვსებმა დეკლარაციას უნდა დაურთოს წერილობითი მითითება იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის საფუძველზეც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია („საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 17).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……