დეკრეტი

დეკრეტი

საკანონმდებლო აქტის ნაირსახეობა, რომელიც გამოცემულია სახელმწიფოს მეთაურის, მინისტრის ან სხვა მაღალი რანგის მოხელის მიერ და რომელსაც არ გაუვლია განხილვა პარლამენტში. დ–ის პრაქტიკა გავრცელდა კონტინენტურ დემოკრატრიულ ქვეყნებში საფრანგეთის ზეგავლენით. მეხუთე რესპუბლიკის კონსიტუციის 47–ე მუხლის მიხედვით, თუ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე 70 დღის განმავლობაში, ბიუჯეტი ავტომაურად ექცევა დ–ის მოქმედების ზონაში და მასზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს პრეზიდენტმა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამეტს აღარ შეუძლია დ–ის განხილვა, მაგრამ თუკი პრეზიდენტი ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს, ეს პარლამენტთან უნდა იყოს შეთანხმებული.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. decree

G. dekret

L. dekretum – ბრძანებულება, დადგენილება

ზოგადი ან კერძო ხასიათის ნორმატიული აქტის დასახელება; უმაღლესი ხელისუფლების დადგენილება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……