დელინკვენტობა

დელინკვენტობა

ამ ცნებით აღინიშნება არალეგალური ან ანტისოციალური ქმდებები, რომლებიც მოიცავს უამრავ სხვადასხვა ხასიათის სამართლებრივ და სოციალურ ნორმათა დარღვევას. დ–ის სოციოლოგიური ანალიზი ფოკუსირდება კრიმინალური დ–ის ხარისხზე, რომელიც უკავშირდება მამრობითი სქესის მოზარდებს 12–დან 20 წლამდე და მოიცავს მაღალი რანგის სისხლის სამართლის დანაშაულებს. დ–ის პრობლემის პირველი სისტემატური კვლევა უკავშირდება ჩიკაგოს სკოლას (პარკი, ბურგესი) XX ს–ის 20–იან წლებში, როდესაც მოხდა „საძმოების“, ბანდებისა და სხვა დაჯგუფებების ემპირიული შესწავლა ქალაქური უბნების გარემოში („სოციალური ლაბორატორია“). ფაქტობრივად ეს იყო დელინკვენტური სუბკულტურების კვლევა, როდესაც ჯგუფში ურთიერთობის მეტ-ნაკლებად მყარი მოდელები (სტრუქტურა) და ღირებულებები განსაზღვრავს დამნაშავედ ქცევის სოციალიზაციის პროცესს. დელინკვენტური ქცევის სხვაგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა დ. მაცამ, რომელმაც შემოიტანა „დელინკვენტური დრეიფის“ (‘delinquent drift’) ცნება. მაცას თანახმად, ინდივიდები ჩართულები არიან არა დევიანტური სუბკულტურის საქმიანობაში, არამედ თანადათანობით ახდენენ საზოგადოების მიერ გაზიარებული მორალური მიზნებისა და ნორმების "ნეიტრალიზებას“, სუბიექტირად განსაზღვრავენ რა მათ როგორც მიუღებელსა და არაარსებითს. ამ დროს ინდივიდი თავს უფლებას აძლევს ჩაიდინოს არაკანონიერი ქმედებები ისე, რომ არ განიცადოს დანაშაულის ან სირცხვილის გრძობა.

See also: დევიაცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……