დემოკრატიული დეფიციტი

დემოკრატიული დეფიციტი

E. Democratic Deficit

არსებობს მოსაზრება, რომ ევროპის კავშირი დემოკრატიის დეფიციტის გამო თანდათან შორდება ჩვეულებრივ ევროპელ მოქალაქეებს. უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გაერთიანების ინსტიტუციურ მოწყობაში წამყვან როლს ასრულებენ ორგანოები, რომელთაგან ერთი აერთიანებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ფუნქციებს (საბჭო), მეორეს კი აკლია დემოკრატიული ლეგიტიმურობა (კომისია – მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრებს წევრი სახელმწიფოები ნიშნავენ და მისი შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რომლის წინაშეც კომისია ანგარიშვალდებულია) ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ გაერთიანების დემოკრატიული დეფიციტი შემცირდა. უფლებამოსილება გაეზარდა პარლამენტს, გარდა ამისა, დაწესდა წევრ სახელმწიფოთა პარლამენტებისათვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა გაერთიანების საქმიანობის შესახებ.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……