დეპორტაცია

დეპორტაცია

E. Deportation

მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ტერიტორიიდან რეალური, სავარაუდო, ან პოლიტიკური მიზეზების გამო, როგორიცაა სამხედრო მოქმედებების საფრთხე, ბუნებრივი კატასტროფები, ბირთვული გამოცდები, ან ტერორისტული აქტები, მოსახლეობის პოლიტიკური არაკეთილსაიმედოობა. დ. სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განახორციელოს ოკუპანტმაც.

See also: თავისუფლება, ხელშეუხებლობის უფლება

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Deportation

პირის იძულებითი გასახლება, გაძევება სხვა სახელმწიფოში. იგი ძირიტადად გამოიყენება უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე (იხ. აპარტიდი) პირთა მიმართ, რომლებმაც უკანონოდ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა ბოლო წლებში დ-ს არცთუ იშვიათად ფართო მასშტაბით და აშკარად დანაშაულებრივად იყენებდნენ და იყენებენ ზოგიერთი სახელმწიფოს ტოტალიტარული რეჟიმები, მეტადრე კი აგრესიული სეპარატისტები, რომლებიც არაერთი რეგიონიდან დიდძალი მოსახლეობა გამოაძევეს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით.

See also: გენოციდი, ეთნიკური წმენდა

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

პირის იძულებითი გასახლება, გაძევება სხვა სახელმწიფოში. იგი ძირითადად გამოიყენება უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, რომლებმაც უკანონოდ გადმოლახეს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა, ბოლო წლებში დ–ს არცთუ იშვიათად ფართო მასშტაბით და აშკარად დანაშაულებრივად იყენებდნენ და იყენებენ ზოგიერთ სახელმწიფოთა ტოტალიტარული რეჟიმები, მეტადრე კი აგრესიული სეპარატისტები, რომლებმაც არაერთი რეგიონიდან დიდძალი მოსახლეობა გამოაძევეს ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით.

See also: გენოციდი, ეთნიკური წმენდა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. deportation

Fr. deportation

L. deportatio გაძევება, გასახლება

1. სისხლის სამართლის სასჯელის, ადმინისტრაციული სახდელის სახით სახელმწიფოდან გასახლება, გაძევება;

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავში მოცემული ნორმების დისპოზიციაში გამოყენებული ტერმინი, რომელიც ასახავს საცხოვრებელი ადგილიდან სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გასახლებას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დეპორტაცია – უცხო ქვეყანაში ლეგალური ცხოვრების უფლების არმქონე პირის იძულებითი გადაგზავნა იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ის არის.   წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……