დივიდენდი

დივიდენდი

E. dividend

L. dividendus

აქციონერთა საზოგადოების კრების მიერ დადგენილი შემოსავლის ნაწილი, რომელიც ყოველი აქციის მფლობელს გადაეცემა. მისი ოდენობა დამოკიდებულია აქციის სახეზე. პრივილეგირებულ აქციას ფიქსირებული დივიდენდი აქვს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დივიდენდი – მოგების ნაწილი, რომელსაც იურიდიული პირი სამეურნეო წლის (სამეურნეო წლების) შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის, აგრეთვე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციების გამოსყიდვისას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 531 მუხლის შესაბამისად) ქონების განაწილებით მიღებული შემოსავალი, გარდა საწესდებო და საემისიო კაპიტალის ქონებისა ან/და იმ ქონებისა, რომელიც პარტნიორმა ადრე განახორციელა შენატანის სახით.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 12. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……