დილერი

დილერი

E. dealer საბირჟო მაკლერი, დილერი

1. საფონდო ბირჟის წევრი ფიზიკური ან იურიდიული პირი – მოქმედებს თავისი სახელით და ხარჯით, დებს ბროკერებთან ფასიანი ქაღალდების, საქონლისა და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სავაჭრო გარიგებებს. დილერის მოგების წყაროა ნაყიდი და გაყიდული ფასიანი ქაღალდების ფასთა შორის სხვაობა;

2. ბანკის თანამშრომელი, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე კონვერსიულ, დეპოზიტის და სხვა სახის ოპერაციებზე სპეციალიზდება; 3. საცალოდ გადაყიდვის მიზნით საქონლის და მომსახურების ბითუმად მყიდველი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დილერი – შუამავალი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც სასაქონლო ბირჟაზე მოქმედებს თავისი სახელითა და თავისი ხარჯით.   Source: საქართველოს კანონი „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“, 1999 წლის 23 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……