დინასტია

დინასტია

დ-ს ქმნიან ერთი და იგივე გვარის მონარქი მმართველები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან ტახტზე მემკვიდრეობის უფლებით. თუ კონკრეტულ მმართველს ლეგიტიმურობას ანიჭებს მემკვიდრეობითობა, მთელი დ-ის ლეგიტიმურობა ემყარება „ტახტისა და საკურთხევლის“ კავშირს. საუკუნეების მანძილზე ევროპაში გაბატონებული მმართველობის ამ ფორმის ლეგიტიმაციას ეკლესია ახდენდა. იგი მხარს უჭრდა ამა თუ იმ დ-ის კანონიერებას და მოსახლეობისაგან მოითხოვდა ამ მიწიერი, დროებითი ხელისუფლებისადმნი მორჩილებას.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. dynasty

L. Dynastia

Gk. dynasteia, dynastes მფლობელი

გვარი, რომლის წარმომადგენლებიც არიან თანამიმდევრობით მმართველი მონარქები. დიოფიზიტობა – მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი დოგმატი, რომელიც ცნობს ქრისტეში განსხვავებული და თანაბარი, შეურეველი და განუყოფელი ორი ბუნების – ღვთაებრივისა და ადამიანურის არსებობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……