დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრებული პირი

დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრებული პირი – სახელმწიფო მოხელე, რომელიც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სახელით მონაწილეობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ან, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე გათანაბრებულია დიპლომატიური თანამდებობის პირთან. ეს სტატუსი მოქმედებს მხოლოდ ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობის განხორციელების დროს.   Source: საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, 1999 წლის 25 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……