დიპლომატიური რანგები

დიპლომატიური რანგები

E. diplomatic grade/rank

დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები: უმაღლესი დიპლომატიური რანგები: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. უფროსი დიპლომატიური რანგები: უფროსი მრჩეველი; მრჩეველი; უმცროსი მრჩეველი. უმცროსი დიპლომატიური რანგები: პირველი მდივანი; მეორე მდივანი; მესამე მდივანი; ატაშე. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები: ატაშეს პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი; მდივნის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის – 2 წელი; მრჩევლის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის – 3 წელი. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან განსაკუთრებული დამსახურების გამო დასაშვებია დიპლომატური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება, როგორც წესი, დასაშვებია მხოლოდ ერთხელ. უმაღლესი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმაღლესი და უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უფროსი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უფროსი და უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. უმცროსი კატეგორიის დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს. დიპლომატიური რანგები, უმაღლესი კატეგორიის დიპლომატიური რანგების გარდა, შეიძლება მიენიჭოთ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრებულ პირებს, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე. დიპლომატიური რანგები, უმაღლესი დიპლომატიური რანგების გარდა ენიჭებათ დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ პირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. უმაღლესი დიპლომატიური რანგები ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ („დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 34-39).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……