დირექცია

დირექცია

E. directorate

L. Directio მიმართულება

1. საწარმოს, დაწესებულების, სასწავლებლის ხელმძღვანელი ორგანო, დირექტორის მეთაურობით;

2. რიგ ქვეყნებში: ადმინისტრაციული აპარატის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. მაგ., საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

დირექციას შეადგენს სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე (მოადგილეები) და ბუღალტერია. დირექციის ფუნქციებია: სკოლის მართვა, სკოლის წარმოდგენა მესამე პირთან ურთიერთობაში, სკოლის ბიუჯეტის, შინაგანაწესის, საშტატო განრიგის შემუშავება სამეურვეო საბჭოსთვის წარსადგენად, პედაგოგიურ საბჭოსთან თანამშრომლობა სასკოლო სასწავლო გეგმის შესამუშავებლად, მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან ხელშეკრულების დადებისა და შესრულების უზრუნველყოფა (იხ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ, თავი VIII).

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2): [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……