დისკონტის პროცენტი

დისკონტის პროცენტი

E. discount rate

1. დათქმული ვადის გასვლამდე თამასუქის ან სხვა ფასიანი ქაღალდის ყიდვისას განაღდებული პროცენტი, სხვაობა ნომინალურ ღირებულებასა და გადახდილ ფასს შორის;

2. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, განაკვეთის ოდენობა, რომლითაც ცენტრალური ბანკი მზადაა გასცეს კრედიტი ბანკებზე;

3. განაკვეთი, რომლითაც თამასუქი აღირიცხება ფულად ბაზარზე; თამასუქის დისკონტის თანხა ტოლია თამასუქის თანხის, სააღრიცხვო განაკვეთისა და განაღდებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის ნამრავლისა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……