დისკონტი

დისკონტი

E. discount

1. საქონელზე ფასდათმობა, სხვაობა ფასიანი ქაღალდის ემისიის ფასსა და მიმდინარე ფასს შორის;

2. ვალუტის ფორვარდულ კურსსა და ვალუტის მომენტალური მიწოდების კურსს შორის სხვაობა;

3. სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებასა და მისი შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ”, მუხლი 1);

4. საქონლის ფასთა სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ამ საქონლის განსხვავებულ ვადებში მიწოდებით;

5. თამასუქის განაღდება, პროცენტი, რომელსაც უკავებენ თამასუქის განაღდებისას („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დისკონტი – თამასუქის განაღდება, პროცენტი, რომელსაც უკავებენ თამასუქის განაღდებისას.   Source: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, 1995 წლის 23 ივნისი, მუხლი 75. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……