დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური)

დისკრიმინაცია (სოციალურ-პოლიტიკური)

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისათვის რასობრივი, ნაციონალური, სოციალური წარმოშობის, სქესის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა ნიშნის მიხედვით უფლებების შეზღუდვა ან ჩამორთმევა. დ. შეიძლება განხორციელდეს უხეშად და დაუფარავად, ანუ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ზოგჯერ გენოციდის სახეც მიიღოს, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია რასისტული და ფაშისტური რეჟიმებისათვის, ტოტალიტარული და ავტორიტარული ქვეყნებისათვის. მაგრამ დ. შეიძლება ფარულ, არაოფიციალურ, ფაქტობრივ ხასიათსაც ატარებდეს, როდესაც კანონსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს და სრული თანასწორუფლებიანობაა გამოცხადებული, მაგრამ სინამდვილეში არსებობს. დ. თანამედროვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური კონფლიქტების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ისტორიაში დ-ის ნათელ მაგალითებად შეიძლება გამოდგეს დამოკიდებულება ებრაელი ხალხის მიმართ ფაშისტურ ქვეყნებში, სამხრეთ აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობა აპართეიდის სისტემის პერიოდში, სულ ახლო წარსულში შავკანიანების, ინდიელებისა და ლათინოამერიკელების მდგომარეობა აშშ-ში, სტალინის რეჟიმის დროს დამოკიდებლობა რეპრესირებული ხალხებისადმი სსრკ–ში, ზოგიერთ ქვეყანაში აბორიგენული მოსახლეობის, იმიგრანტთა, ლტოლვილთა, საზღვარგარეთელ მუშათა და სხვ. მდგომარეობა. ყოველივე აღნიშნული აბსოლუტურად შეუთავსებელია ნამდვილი დემოკრტიისა და საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპებთან.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……