დისკურსი

დისკურსი

მიშელ ფუკოს მიერ გამოყენებული ცნება იმის ასახსნელად, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები შეიტანონ წესრიგი სოციალური ცხოვრების ქაოსში. დ. არის ურთიერთდაკავშირებული დებულებების ან ცნებების ერთობლიობა, ერთგვარი „ენა“, რომელიც განსაზღვრავს სოციალური სამყაროს ელემენტებს შორის ურთიერთობას. სოციალური მოვლენები ყოველთვის არსებობს მხოლოდ გარკვეული დ–ის ფარგლებში და სხვაგვარი არსებობა არ გააჩნია. მაგალითად საზოგადოების ისტორიაში შეშლილობის განსხვავებული დ-ები არსებობდა. შესაბამისად, განსხვავებული იყო შეშლილობის, როგორც სოციალური მოვლენის, არსებობა: საშუალო საუკუნეებში შეშლილობას განიხილავდნენ როგორც ადამიანის გამორჩეულობას, მისი სიბრძნის გამოხატულებას, მაშინ, როდესაც XX ს-ში შეშლილობა ითვლებოდა ავადმყოფობად, რომელიც მკურნალობას მოითხოვს. დ-ები შეიძლება იყოს როგორც შეთანხმებული, ისე კონფლიქტური, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დ. არა მხოლოდ ქმნის (ან აღწერს) სოციალურ ურთიერთობებს, არამედ იყენებს ცოდნას ძალაუფლების დასაფუძნებლად. ფუკოს მიხედვით, ცოდნა სხვებზე ძალაუფლების წყაროა, რამდენადაც დ. გამოიყენება ქცევის გასაკონტროლებლად და სახელმძღვანელოდ. ის, ვინც აკონტროლებს დ-ს ფლობს იმის ძალას, რომ განსაზღვროს სხვათ პოზიციები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……