დისკუსია

დისკუსია

E. discussion

G. diskussion

Fr. discussion

L. discussio განხილვა, გამოკვლევა

შეკრებაზე, საუბარში, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით რაიმე საკითხის შესახებ განხილვა, კამათი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

წამყვანსა და მსმენელებს შორის ცოდნის, შეხედულებებისა და იდეების სიტყვიერი გაცვლის პროცესი. დისკუსიას მსჯელობასაც უწოდებენ.

საკლასო დისკუსია ეხმარება მოსწავლეებს საკითხის ღრმა და დეტალურ განხილვაში. კერძოდ, საკლასო დისკუსიის დროს იქმნება ისეთი ატმოსფერო, რომელშიც მოსწავლეებს შეუძლიათ აზრების ურთიერთგაზიარება, ახალი იდეების გამოთქმა, სხვისი აზრების მოსმენა და გაგება, კომუნიკაციის და თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

დისკუსიის წარმართვა მოითხოვს როგორც დისკუსიის წამყვანის, ასევე მისი მონაწილეებისაგან (1) კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, (2) მოცემული საკითხის ცოდნას, (3) ლიდერობის და კოორდინაციის შესაძლებლობას, (4) აზრების ურთიერთგაცვლას, (5) ჯგუფის, როგორც მთლიანის, გათვალისწინებას და, შესაბამისად, საჭიროებს საფუძვლიან მომზადებას.

საკლასო დისკუსიის მომზადებისას მასწავლებელმა შესაბამისად უნდა შეარჩიოს დისკუსიის კონკრეტული თემა/საკითხი, რომელიც განსხვავებული მოსაზრებების განვითარების საშუალებას იძლევა. ასევე, მასწავლებელმა საკლასო დისკუსიისთვის უნდა შეარჩიოს შესაბამისი ფორმა (მაგ. მოსწავლის პრეზენტაციას მოჰყვება ჯგუფური დისკუსია; მოსწავლეებს მიცემული აქვთ წასაკითხი მასალა და ამას მოჰყვება შემაჯამებელი პრეზენტაცია და კლასის დისკუსია) და ფიზიკური გარემო (მაგ. წრეში ჯდომა დისკუსიის თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ადვილად დაამყაროს კომუნიკაცია; დიდი ჯგუფები შეიძლება დაიყოს უფრო პატარა ჯგუფებად და ა. შ.);

დისკუსიის მიმდინარეობის დროს მასწავლებელმა უნდა გააკეთოს შემდეგი:1. დისკუსიის ფასილიტაციისათვის შესაბამისი საკლასო გარემოს შექმნა:

● დისკუსიის წესების ჩამოყალიბება (აზრის გამოთქმის წესები და ა.შ.)

● ძირითადი თემების და ტერმინების ზოგადი მიმოხილვა;

● დისკუსიასთან დაკავშირებული მოლოდინების გამოთქმა;

● დისკუსიისთვის საკმარისი დროის გამოყოფა.

2. მონაწილეობის წახალისება/ხელშეწყობა:

● მოსწავლეების დასაინტერესებლად მასტიმულირებელი შეკითხვების დასმა;

● მოთხოვნა, რომ მოსწავლეებმა მუდმივად შეაჯამონ განხილული საკითხები;

● კითხვების მომზადება და მოსწავლეებისთვის გარკვეული დროის მიცემა, რათა მათ წინასწარ მოამზადონ პასუხები და შემდეგ მთელ კლასს წარუდგინონ.

3. დისკუსიის წარმართვა და დასკვნების შეჯამება:

● მოსწავლეების წახალისება, რათა მათ გამოთქვან თავიანთი იდეების გამამყარებელი არგუმენტები;

● ჩუმი/მორცხვი მოსწავლისათვის სპეციფიკური დავალების მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მის მონაწილეობას, ჩართვას დისკუსიაში;

● ისეთი მოსწავლის შეზღუდვა, რომელიც სხვას არ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას;

● განხილული საკითხების შეჯამება და ძირითადი აზრების ჩამოყალიბება; მოსწავლეების იდეების განმარტება და მოსწავლეებისაგან დამატებითი კომენტარების მოთხოვნა.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……