დისპერსიული ანალიზი (ანოვა)

დისპერსიული ანალიზი (ანოვა)

ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ კავშირები მრავალგანზომილებიანი შემთხვევითი სიდიდის სტატისტიკურ განაწილებებში. ორგანზომილებიანი შემთხვევითი სიდიდის ერთობლივი განაწილების ანალიზისას გამოიყენება ე.წ. ერთფაქტორული დ.ა. სოციოლოგიური კითხვარიდან აირჩევა ორი შეკითხვა – კვლევის ობიექტის ორი მახასიათებელი, რომელთათვისაც საჭიროა გამოვავლინოთ ერთის გავლენა მეორეზე – ფაქტორისა ძირითად მახასიათებლებზე. ძირითადი მახასიათებელი არის რაოდენობრივი კითხვა (ექსტენსიური ან ინტენსიური ბუნების). საკვლევი ერთობლიობა ემორჩილება ნორმალური განაწილების კანონს. მეორე მახასიათებელი – ფაქტორი – არის მკაცრად დიზიუნქციური კითხვა ნებისმიერი სახის სკალით (ნომინალური, რანგული, პროპორციული), მაგ., ნომინალური, რომელიც ყოფს საკვლევ ერთობლიობას ქვეერთობლიობებად. ყოველი მათგანი აღიწერება ნორმალური განაწილბის კანონით ძირითადი მახასიათებლის მიხედვით ა. უზრუნველყოფს მიზნებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებების შემოწმებას მრავალგვარი დაკვირვბის ორ ტიპად დაყოფის მეშვეობით. ერთია „შიდაჯგუფური“ მრავალსახეობა – განსხვავება შერჩევის ყოველ ჯგუფს შიგნით, მეორე -„ჯგუფთაშორისი“ – ჯგუფის მიზნებს შორის განსხვავებები. დ.ა-ის გამოყენებას საფუძვლად უდევს ის, რომ: 1. ყოველი ჯგუფი ჩვეულებრივი მოსალეობის შემთხვევით შერჩევას უნდა წარმოადგენდეს; 2. ჯგუფების გაფანტულობა მოსახლეობაში ერთნაირი უნდა იყოს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……