დისციპლინური სასჯელი

დისციპლინური სასჯელი

E. Disciplinary punishment

არმიის პოლიციის, ან საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული სასჯელის ზომები, რომლებიც, როგორც წესი, ადმინისტრაციული ხასიათისაა და არ განიხილება მოსამართლეთა მიერ. დ.ს-ის მაგალითია შრომის უფლების საერთოდ და, კერძოდ, პროფესიული შრომის აკრძალვა, არმიაში კი _ მძიმე სამუშაოზე გამწესება, ან დაპატიმრება

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. disciplinary punishment

შრომის დისციპლინის დამრღვევ პირებზე ზემოქმედების ერთერთი ფორმა. საქართველოში გავრცელებულია აღნიშნული სასჯელის შემდეგი სახეები: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, დათხოვნა. შესაძლებელია აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის ან სპეციალური წესდებების, დებულებების შესაბამისად არსებობდეს დისციპლინური სასჯელის სხვა ფორმები. ასე მაგალითად, საჯარო მოხელის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე. (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 135, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 79).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……