დოგმატიზმი
ცალმხრივი, სქემატური, უცვლელი აზროვნება, ეყრდნობა განყენებულ დებულებებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ კონკრეტულ პირობებსა და პრაქტიკას. დ-ის საფუძველს წარმოადგენს ავტორიტეტებისადმი ბრმა რწმენა, მოძველებული დებულებების დაცვა და მათი აბსოლუტიზაცია. იგი დამახასიათებელია რელიგიური აზროვნებისათვის. პოლიტიკურ საფუძველს დ-ისთვის წარმოადგენს საზოგადოებაში შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი პირობების, დემოკრატიის, საჯაროობისა და სიტყვის თავისუფლების არარსებობა, რასაც თეორიისგან პრაქტიკის დაშორებისკენაც მივყავართ.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
E. dogmatism
დოგმებზე დამყარებული აზროვნების მეთოდი.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რ
…
….
…..
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……