დოკუმენტი

დოკუმენტი

E. document

L. documentum მტკიცება, მოწმობა

1. წერილობითი მოწმობა, მტკიცება. მაგ., ისტორიული დ.;

2. კანონის თანახმად შედგენილი აქტი, რაც ადასტურებს იურიდიულ ფაქტს (დაბადებას, ქორწინებას და სხვ.) ან ანიჭებს რისამე უფლებას (დიპლომი, ანდერძი და სხვ.); ფართო გაგებით სიტყვა დ. არის ნებისმიერი სახის წერილობითი აქტი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა ან არის სამსახურებრივი ხასიათის;

3. პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. დოკუმენტი – Document  – [ლათ.documentum] 1.რისამე დამამტკიცებელი საქმიანი ქაღალდი; რაიმე უფლების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. 2.ვისიმე ვინაობის დამადასტურებელი მოწმობა; საბუთი.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

3. დოკუმენტი – (ინტ.) document მატერიალური ობიექტი, რომელიც გაფორმებულია დადგენილი წესების შესაბამისად და ფიქსირებული სახით შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……