დროის ორგანიზება

დროის ორგანიზება

დროის ორგანიზება ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წარმატების მიღწევა. დროის ორგანიზება უნდა განხორციელდეს გრძელვადიან თუ მოკლევადიან მიზნებთან (პროექტი, სასწავლო გეგმა, გაკვეთილის გეგმა) შესაბამისობაში.

დროის ეფექტიანად ორგანიზებისათვის მიმართავენ დროის მართვის სხვადასხვა სტრატეგიებს. ეს სტრატეგიებია: დღიურის წარმოება, დღის განრიგის შედგენა, მშობლებთან, მოსწავლეებთან და კოლეგებთან შეხვედრების ცხრილის შექმნა, მასალების დახარისხება, მათი საქაღალდეებში განთავსება და ა.შ.

მასწავლებლისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გაკვეთილის დროში სწორად დაგეგმვა, რათა გამოირიცხოს ზედმეტი დროის დარჩენის ან დროის უკმარისობის შემთხვევები. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს გაკვეთილის (კვირის, ტრიმესტრის, ან თემის) დროში გაწერილი გეგმა, სადაც ძირითად შინაარსთან ერთად გამოყოფილი იქნება დრო მოსწავლეთა საქმიანობის შესაფასებლად და დავალების მისაცემად. გამოცდილი მასწავლებლები წინასწარ ამზადებენ დამატებით მასალას იმ შემთხვევისთვის, თუ მოსწავლეები ადრე დაასრულებენ სამუშაოს (დავალებას).

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……