დსთ

დსთ

E. community of independent states

(დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) – 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელორუსიის რესპუბლიკების მიერ მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება. 1993 წლის 22 იანვარს მინსკში მიღებულ იქნა წესდება, რომლის მიხედვით დსთ-ის მიზანია: პოლიტიკის, ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის, მეცნიერებისა და განათლების, კულტურის, ვაჭრობისა და სხვა დარგებში, სახელმწიფოებსა და ხალხთა შორის თანასწორი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, ურთიერთვალდებულების კეთილსინდისიერი და განუხრელად შესრულება. დსთ-ის ძირითადი ინსტიტუტებია: თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო; მთავრობათა მეთაურების საბჭო; დსთ-ის აღმასრულებელი სამდივნო; სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტი; დსთ-ის ეკონომიკური სასამართლო; დსთის წევრი სახელმწიფოთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. დსთ-ის სახელმწიფოთაშორისი ორგანოების ოფიციალური ადგილსამყოფელია ქ. მინსკი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……