დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებები, როგორც ნების გამოვლენა

კონსპეტი. აღებულია: Robo Nadiradze http://lawrobo .blogspot.  com/2013/04/ blog-post_9751.html Monday, April 15, 2013 

სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს თუ არც გარეგნული და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. ამ ნორმების მიხედვით,  ნების გამოვლენა, რომელიც გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა,  შეიძლება სხვადასხვა გზითა და საშუალებით გამოიხატოს. ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როცა მხარეები სიტყვიერად გამოხატავენ თავიანთ ნებას.მაგრამ 53-ე მუხლი იმაზეც მიუთითებს,  რომ შესაძლებელია არსებობდეს ნების გამოხატვის სხვა საშუალებებიც.ამგვარი გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმებია დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებები.
დუმილი ნების გამოვლენის სპეციფიკური ფორმაა და ამიტომ სამართალი მას მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში უკავშირებს სამართლებრივ შედეგს. საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების თანახმად რასაც სამოქალაქო კოდექსიც ეთანხმება, დუმილი, წოგორც წესი ნიშნავს უარს გარიგების დადებაზე. ესეც შეიძლება ნების გამოვლენად ჩაითვალოს, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სამართლებრივ ურთიერთობებზე.. მაგლითად 330-ე მუხლის მიხედვით თანამყოფის პირისათვის გაკეთებული ოფერტი მაშინვე უნდა იქნეს მიღებული.დუმილი ამ შემთხვევაში ოფერტის უარყოფას ნიშნავს.
მიუხედავად ამისა, არსებობს შემთხვევები, რომლის დროსაც დუმილი ჩაითვლება ნების გამოვლენად პოზიტიური გაგებით.ზოგჯერ ამას კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, ზოგჯერ კი სავაჭრო ჩვეულებებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე დუმილი წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
დუმილი გარიგების დადებაზე თანხმობად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როცა გარიგების მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი, რომ მათ მიერ განსაზღვრულ სიტუაციაში დუმილი ჩაითვლებოდა თანხმობად.
ნების გამოვლენის მეორე გავრცელებული საშაუალებაა ე.წ. კონკლუდენტური მოქმედებები.ამ დროს ნების გამოვლენა გამომდინარეობს პირის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებიდან.კონკლუდენტური მოქმედება არის ნების გარეგნული გამოხატვა, რომელიც მიმართულია ნების რეალურ განხორციელებაზე ისე რომ არ ისახავს მიზნად ამ ნების გარეგნულ დემონსტრირებას,  ე.ი ამ შემთხვევაში მომქედება ნების გამოვლენის საშუალება კი არ არის, არამედ მინიშენება ნებაზე.
ნების გამოვლენა დუმილით ან კონკლუდენტური მოქმედებით უნდა განვასხვავოთ იმ შემთხვევისაგან, როცა არ არსებობს ნების გამოვლენა, მაგრამ სამართალი ითვალისწინებს ისეთ შედეგებს, თითქოს პირს გამოემჟღავნებინოს თავისი ნება. მაგალითად პირი ჯდება ავტობუსში,  მაგრამ კატეგორიულად აცხადებს უარს,  გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება ე.ი მისი ნების გამოვლენა და ფაქტობრივი მოქმედება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამგვარ ურთიერეთობებს ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობები ეწოდება.

_________________________________

გადასვლა >>>> სამოქალაქო სამართალი

.