დუხობორები

დუხობორები

Rus. духоборы – სულისათვის მებრძოლნი

უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის II ნახევარში რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ძირითადი დოქტრინაა კაცობრიობის ისტორიაში სულიერსა (აბელის მიმდევრებს) და ხორციელს (კაენის მიმდევრებს) შორის მიმდინარე ბრძოლის არსებობა. კაენის მიმდევრებს მიაკუთვნებენ ხელისუფლებას, უსამართლო მსაჯულებს, მდიდრებს. დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი უარყოფენ ბიბლიას, მართლმადიდებელ ღვთისმსახურებას, საიდუმლოებებს, მღვდლებს და მონაზვნებს, აქვთ სპეციალური საგალობლები, რომელთაც ასრულებენ საგანგებო კრებაზე. ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისა და სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების გამო 1841 წელს დუხობორები რუსეთიდან (ტავრიის გუბერნიიდან) გადაასახლეს საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქის მაზრაში. მე-19 საუკუნის ბოლოს დუხობორების დიდი ნაწილი გადასახლდა კანადაში.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……