ეგზოგამია

ეგზოგამია

ჩვეულება, რომელიც კრძალავს ერთი და იმავე გვარის ან თემის წარმომადგენლებს შორის ქორწინებასა და ოჯახის შექმნას და დასაშვებად მიიჩნევს განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების მქონე პირებს შორის. ე. ყოველგვარ საზოგადოებაში გულისხმობს იმ ადამიანთა (უმეტესწილად სისხლით ნათესავთა) წრის შემომფარგვლელ წესებს, რომლებთან ქორწინება იკრძალება. ამგვარი შეზღუდვა ვრცელდება საკმაო დიაპაზონში – შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფიდან მრავალრიცხოვან და მრავალგვარ ჯგუფამდე. ე–ის წარმოშობისა და ფუნქციის თაობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. მეცნიერთა ნაწილისთვის ამ მოვლენას ბიოლოგიურ–გენეტიკური საფუძველი აქვს ინბრიდინგის (სისხლით ახლო ნათესავთა სექსუალური კავშირი) მძიმე შედეგების გამო; მეორენი მას სოციალური ფაქტორებით ხსნიან. ერთი მოსაზრებით, ე. ჯგუფებს შორის არსებულ დაპირისპირებათა შესუსტების საშუალებაა ქორწინებით დანათესავების გზით, რადგან ნაკლებ სავარაუდოა მტრული ქმედებების განხორციელება იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლის შემადგებლობაშიც მოწინააღმდეგე ჯგუფის წარმომადგენელიცაა; სხვა მოსაზრებით, ე. პირველყოფილთა ცხოვრებაში სოციალური ორგანიზაციის სტაბილურობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამდენადაც მამრთა შემთხვევითი სექსობრივი კავშირები და სექსუალური მეტოქეობა ძირგამომთხრელია ადამიანური ჯოგის ერთიანობისთვის. ეგზოგამიური ნათესაობის ერთ–ერთი მახასიათებელია მის წევრთა თანაბარუფლებიანობა.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ.; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2: [ფ.ა.]

2. ეგზოგამია – ქორწინებაში პარტნიორის ამორჩევის შეზღუდვა, როცა ჯგუფის წევრი ვალდებულია პარტნიორი აირჩიოს მხოლოდ ამ ჯგუფის გარეთ. (სოც. და მარკ.კვლ.).    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან
www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……